Tuesday, July 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“პროკურატურამდე გარეჯის რუკები რუსეთის სპეცსამსახურის გავლით მივიდა”

October 8, 2020
“პროკურატურამდე გარეჯის რუკები რუსეთის სპეცსამსახურის გავლით მივიდა”

როგორც ცნობილია, თავდაცვის სამინისტრომ ის ტოპოგრაფიული რუკები, რომელიც უწყებამ პროკურატურას მიაწოდა და რის საფუძველზეც დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები დააკავეს, რუსეთიდან მოიპოვა. გიორგი თარგამაძის “ფორმულას” წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყებას რუკები “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა.

ხიდაშელი წლების განმავლობაში უმსხვილეს რუსულ კორპორაცია “სისტემას” მართავდა. ხიდაშელი იყო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ინოვაციების დარგში, ხოლო მუბარაშკინი იმავე თანამდებობას იურიდიული განხრით იკავებდა. ამ კორპორაციას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და წამყვან თანამდებობებსაც მათი ხელდასხმული პირები იკავებენ.

მუბარაშკინი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა რუსეთის საგარეო დაზვერვის ადგილობრივი რეზიდენტურების კოორდინაციის კუთხით, მათ შორის ბელგიაში. ხიდაშელი, წლების განმავლობაში მასთან აქტიურ კონტაქტზე მყოფი პირია.

“სწორედ უცხოელ ბიზნესმენად მოხსენიებული დავით ხიდაშელია ის პიროვნება, რომლის “მოქალაქეობრივი აქტიურობაც” ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამოძიების დაწყების საფუძვლად იქცა. ზემოთ ნახსენები კავშირები სერიოზულ ეჭვებს აღძრავს თავდაცვის სამინისტროს პირველი პირის რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ” – თქვა გიორგი თარგამაძემ გადაცემაში.

დავით ხიდაშელმა 2 ოქტომბერს საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა, რომ რუკების დედნები, რომლის საფუძველზეც დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს მან გადასცა.

პროკურატურამ დღეს, 7 ოქტომბერს, დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით დააკავეს და ბრალი წარუდგინეს.

უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”. პროკურატურის მტკიცებით, მელაშვილი და ილიჩოვა საზღვრის დადგენის პროცესში არ იყენებდნენ სათანადო რუკებს.
დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ და მათ მიმართ გამოძიებას პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.

პოლიტიკურ და რუსულ ინტერესებზე ლაპარაკობს ოპოზიციაც. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაზე გამოძიების დაწყებას პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი 2019 წლის ივნისში ითხოვდა.

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქმის გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა (2020 წლის 29 სექტემბერს), კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ და კომისიის მუშაობას “მოღალატეობრივი” უწოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია „სადგურის მოედანზე“ ნგრევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა
  • სენაკში მოზარდს დენმა დაარტყა
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge