მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 33 წლის მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, ნათესავმა ქალმა, თოფით მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ქალს ინტიმურ კავშირს აიძულებდა. შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე, პილიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.