Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„კლასმა ერთხმად დაიგუგუნა – ბოდიში გიორგი” – პატარა ქართველი ემიგრანტის და მისი ქართველი მასწავლებლის ემოციური ამბავი

February 20, 2023
„კლასმა ერთხმად დაიგუგუნა – ბოდიში გიორგი” – პატარა ქართველი ემიგრანტის და მისი ქართველი მასწავლებლის ემოციური ამბავი

იტალიაში, ნეაპოლში მცხოვრები ქართველი მედიატორი მაკა ხაჩოშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო იტალიურ სკოლაში, იტალიელ ბავშვებთან, რომელიც ემოციებით და შთაბეჭდილებებით დატვირთული აღმოჩნდა. ემოციების ზღვა და სიხარულის ცრემლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, როგორ მომრეოდნენ და “ხელი შეეშალათ” გაკვეთილის ჩატარებაში.

კლასში ერთი პატარა ქართველი ბავშვიც აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ გაკვეთილი საქართველოზე ჩაგვეტარებინა.

ვისაუბრეთ ქართულ ენაზე, ტრადიციებზე, კულტურასა და ისტორიაზე. გავაფერადეთ სხვადასხვა ქართული სიმბოლოები. გავაცანი საქართველოს რუკა. საქართველო ერთ ფერში გვქონდა, მუქი მწვანე, რომლის მონახაზშიც შენიშნეს ორი განსხვავებული ფერი: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონი.

ავუხსენი, რატომ იყო ეს ორი მონახაზი ღია მწვანე ფერში;

– ეს იყო რეგიონები, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად დავკარგეთ. თუ როგორ დაკარგეს ამ ორ რეგიონში მცხოვრებმა ბავშვებმა, სახლები და ყველაფერი რაც კი გააჩნდათ.

კლასში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, თვალებგაფართოებული ბავშვები და შემდეგ უამრავი კითხვა:

– როგორ, რატომ, რა არის ომი?

– მარტივ ენაზე უნდა ამეხსნა რა იყო ომი. მაგალითისთვის მოვიყვანე, სხვა კლასის ბავშვები, რომ შემოჭრილიყვნენ მათ საკლასო ოთახში და ძალით მიეთვისებინათ კლასის ნაწილი, ეს იყო იგივე აგრესია რასაც ჩვენ ომს ვუწოდებთ.

ბავშვების რეაქცია ომის განმარტებაზე იყო ყვირილი, – “ეს არ არის სწორი, ეს დიდი შეცდომაა, ასე არ უნდა მოიქცეს არავინ”.

შემდეგ დავუძახე გიორგის დაფასთან და ვთხოვე, იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან პატარამ დატოვა საქართველო, თუ ახსოვდა რაიმე რასაც გაიხსენებდა სამშობლოზე, რომ მისი თანაკლასელებისთვის გაეზიარებინა.
ბავშვმა მხოლოდ მისი მეგობრები გაიხსენა, რომ ძალიან ენატრებიან.

მინდა ვიტირო, შეკავებული ცრემლები მახრჩობს, მაგრამ მოვიკრიბე ძალა და მივუბრუნდი კლასში გასუსულ ბავშვებს: ბავშვებო, რას ფიქრობთ გიორგის პასუხზე, რას ეტყოდით მას?

– კლასმა ერთხმად დაიგუგუნა “ბოდიში გიორგი”.

ვიგრძენი მუხლებში ძალა გამომეცალა, იქვე მერხს მივეყრდნე და ავუხსენი, რომ მათ საბოდიშო არაფერი არ ჰქონდათ, არ იყო მათი ბრალი გიორგის ქვეყნის და მეგობრების დატოვება, რომ მოუწია.

– ბავშვებმა ხელი ასწიეს, სიტყვა უნდოდათ ისევ ეთქვათ;
– გიორგი მაშინ ჩვენ ვიქნებით შენი მეგობრები! – მეგონა მე ვიყავი იქ მასწავლებელი მაგრამ იმ მომენტში, ოცი ბავშვი, ჩემი მასწავლებელი აღმოჩნდა.

ეს იყო გაკვეთილი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება და დიდი, რომ გავიზრდები უბრალოდ მინდა მეც მატეო, ჯუსეპე, ანა, ელენა და დავიდესნაირი გამოვიდე.

მადლობა ბავშვებო!“ – წერს მაკა ხაჩოშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათთვის, ვისაც ბაქო-თბილისის მატარებლის ბილეთის შეძენა სურს
  • საქართველოს საპენსიო ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge