გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, 25 ივნისს, 01:00-დან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიღომი, დიდგორი, ზემოუბანი და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიონი, გარბანი, ფანშეტი, არშა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
