გივი თარგამაძე მისი მკვლელობის მცდელობის საქმეში ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის კავშირზე საუბრობს.
როგორც მან ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, სწორედ ის იყო ერთ-ერთი, რომელიც მის აფეთქების საქმეში ფიგურირდება.
მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, შემსრულებლიდან გამომდინარე, ამ ამფეთქებლების, იქ ორი მიმართულება იყო, ერთი იყო ოთანაძის ადამიანი და მეორე იმ ბანდის ჭიჭიაშვილის ბანდის, რომლის კურატორიც იყო, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, თამაზაშვილი, როგორც სამხარეო პოლიციის უფროსი. მათი შერჩეული იყო ეს შემსრულებელი, ვიცი ეს უბრალოდ, – ამბობს თარგამაძე.
2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი იძებნებოდა. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა.
