ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ქუთაისის აეროპორტში იატაკზე მძინარე ბავშვებზე წერს და თან ფოტოს აქვეყნებს.
„ქუთაისის აეროპორტში ბავშვებს სძინავთ იატაკზე და ვიღაც რობოტი გოგო დადის და იძახის, მკიდია თქვენი პრობლემაო.
პ.ს. რეისი შესრულდა. ესენი არ აუშვეს იმიტომ რომ რეგისტრაციაზე დააგვიანდათ 5 წუთი რიკოთზე დიდთოვლობის გამო
უპატრონო ქვეყანა.
ჰოდა, ასეთ ბანძ ქვეყანაში ცხოვრებას გვთავაზობენ. თავად არც ვიზიარით დაფრინავენ, არც რიკოთის გზებზე იჭედებიან, არც მათ შვილებს უწევთ აეროპორტში ძილი, პლედებში“ , – წერს ბუკია.
