ქართველი მამაკაცები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ახოვანი აღნაგობითა და თავისებური შარმით. არც ერთ ლექსიკონში არ მოიძებნება “მამაკაცურის” შესატყვისი სიტყვა, ანუ სიტყვა, რომელიც ნიშნავს კაცურს და აღნიშნავს მამაცს, ძლიერსა და მკაცრს ერთდროულად. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ქართველ მანდილოსნებში, იმის დასადგენად თუ ვინ არის ქართველი ცნობილი სახეებიდან ყველაზე სასურველი სასიძო.
გაეცანით ათეულს:
კოსტა სანიკიძე
კოსტა ფართო აუდიტორიამ პროექტ “პრაიმ ჰაუსის” მეორე სეზონში გაიცნო, სადაც მან უამრავი ქალბატონის გული დაიპყრო და ხმის მიცემის ლიდერიც არა ერთხელ გახდა.
ლაშა ბექაური
ოლიმპიური ჩემპიონი, ქალების გულთამპყრობელი და ტიკ-ტოკის ვარსკვლავი.
გიორგი ნაზღაიძე
ტელეწამყვანი, პროექტ “პრაიმ ჰაუსის” პირველი სეზონის გამარჯვებული და უამრავი ქალის რჩეული. ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის რჩეული და “ღამის პრაიმის” წამყვანია.
ხვიჩა კვარაცხელია
ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ვარსკვლავად იქცა და ჩვენი ქვეყანა არა ერთხელ ასახელა. მცირე დროში მან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები უამრავი ქალბატონის გული დაიპყრო.
ოთო ფოლადაშვილი
პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მრავალგზის გამარჯვებული ოთო ფოლადაშვილი სცენაზე მაყრუებელს იმედებს არასოდეს უცრუებს და მუდამ ცეცხლოვან პერფორმანსს დგამს, რითიც უამრავი ქალბატონის გულს უკვე წლებია იპყრობს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი
საქართველოს ნომერი პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე უკვე წლებია ასახელებს და ქალების გულების დაპყრობას აგრძელებს.
გურამ შეროზია
“პროექტს პრაიმ ჰაუსის” მეორე სეზონის გაამრჯვებული, ბლოგერი და მომღერალი. რეალითი შოუში მონაწილეობის შემდეგ მისი თაყვანისმცემლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, პროექტის მანძილზე კი უამრავი ქალბატონის ყურადღება მიიქცია.
გიორგი მამარდაშვილი
ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების და ესპანურ კლუბ ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი ქალების გულებს უკვე დიდიხანია იპყრობს.
ჯაბა კანკავა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნებისმიერი ასაკის ქალბატონებისთვის სასურველი მამაკაცია.
მერაბ შარიქაძე
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, რომე4ლიც ამჟამად ფრანგულ კლუბში თამაშობს და საქართველოს ღირსეულად ასახელებს.