დღეს უკრაინის, ამერიკისა და ევროპის მომლაპარაკებელთა ჯგუფების საუბარი შედგა – საუბარი მარტივი არ ყოფილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
„დიპლომატიური პროცესები აქტიურად მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ფუჭად არ ჩაივლის. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად კონსტრუქციულად მუშაობს. ჩვენ ომის ღირსეული დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება. ამერიკული გუნდიც აქტიურად არის ჩართული – ონლაინ ფორმატში სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერიც იყვნენ ჩართული“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, დღევანდელ საუბარში, „პირველად, ევროპა სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი“.
„მათ მიერ, რომლებიც რუსეთთან მოლაპარაკებებში იქნებიან წარმოდგენილი. ესენია: საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, პოლონეთი, ევროკავშირის წარმომადგენლები ანუ ევროკომისია და ევროპული საბჭო, ასევე ნატო-ს წარმომადგენელი. საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი არის: ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში შევხვდებით და მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტულ ერთობლივ ნაბიჯებს შევიმუშავებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
