Tuesday, December 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“მინიმუმ 5-6 კაცი მცემდა. ვიფიქრე, თუ არ ავდგები მომკლავდნენ” – ჟურნალისტი

September 30, 2020
“მინიმუმ 5-6 კაცი მცემდა. ვიფიქრე, თუ არ ავდგები მომკლავდნენ” – ჟურნალისტი

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი გვიან ღამით მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინციდენტში მონაწილე პირებიდან მხოლოდ ორის ამოცნობა შეუძლია.

„თავს დამესხნენ. იმ ადამიანების იდენტიფიცირება ჩემთვის რთულია. ვინც იყო თავდაპირველად აგრესორი და ლანძღვა-გინებით ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართულებით რომ წამოიწია, მე მხოლოდ იმ ადამიანს ვხედავდი. ჩემ მარჯვნივ იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მუშტი დააქნია, კამერას რომ შეეხო ვუთხარი, კამერას ნუ ეხები-მეთქი, იმ დროს ვიგრძენი 5-6 მუშტი, ერთდროულად დამარტყეს.

ამ დარტყმის შემდეგ მე დავვარდი, ადგომას ვაპირებდი და კიდევ ერთი წიხლი ვიგრძენი უკნიდან. რკინა და ხეა, იქ ჩამსვეს და იქ მირტყამდნენ. უკნიდან რომ ჩამარტყეს თვალთ დამიბნელდა და ვიფიქრე, თუ არ ავდგები მომკლავდნენ. ასეთი შეგრძნება მქონდა. მიკროფონი სად დამივარდა… ოპერატორს რა მოუვიდა… ოპერატორის კივილი მახსოვდა მხოლოდ.

ხოხიალით ამოვედი იქიდან, 20 მეტრი ძლივს ამოვედი, ისე უმოწყალოდ მცემდნენ ერთი სული მქონდა გამესწრო იქიდან. მინიმუმ 5-6 კაცი მცემდა. გამოვედი იქ, კიბეებია, ამოვედი თუ არა ვიყვირე პოლიცია სად ხარ და ასფალტზე დავეცი. გონება მთლიანად არ დამიკარგავს. გვერდით იყვნენ სამართალდამცავები, სადაც მე დავეცი. 5 წუთით ადრე, ჩემს დაცემამდე, ოპოზიციის ხალხი დაასისხლიანეს, მანქანა დაამტვირეს. ზუსტად იქ დავეცი მე. გარშემო იყვნენ პოლიციელები. როგორ ვერ დაინახეს…

3-4 წუთის განმავლობაში გვცემდნენ. მე ორი პიროვნების ამოცნობა შემიძლია, ერთ-ერთი კადრშიცაა მოხვედრილი. მე ამ ხელისუფლების სამართალდამცავებისგან კარგს და სამართლიანობას არაფერს ველი. ორი კვირის წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დაჭერით, მოკვლით, საქმის გარჩევით მემუქრებოდა. რა რეაგირება იყო? პირიქთ, იმ ადამიანის თამადობით თავს დაესხნენ სხვას” – განაცხადა მან.

ცნობისთვის, გვიან ღამით მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში მსხვერპლით დასრულდა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge