026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.926 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი 142 მლნ. დოლარით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 9.068 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენდა
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.664 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.653 მლრდ დოლარს აჭარბებს, ორმხრივი კრედიტორების კი 1.511 მლრდ დოლარს.
