მეუფე ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს ქართველი პოლიტიკოსებისა და სხვა პირებისთვის ლოცვას აიძულებენ.
მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ, ბიძინა ივანიშვილზე თავადაც ლოცულობს.
„მინდა გითხრათ, რომ ბატონ ბიძინაზე მეც ვლოცულობ და მთელი ქვეყანაც იმიტომ, რომ პიროვნებაა, რომელმაც ამ ქვეყანას დიდი ამაგი დასდო. ლოცვებში მოხსენება ბატონი ბიძინასი კი არა, კომუნისტების დროს მთავრობის წევრებზე ვლოცულობდით, რას ლაპარაკობთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
