“ვივა მედის” გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე 2016 წელს პაატა ბურჭულაძის მიერ ახალშექმნილ პარტიაში “სახელმწიფო ხალხისთვის” გაწევრიანდა და ყრილობასაც დაესწრო. მაშინ ნადირაძე აცხადებდა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში შევიდოდა, რადგან თავის თავს ცენტრალურ მოთამაშედ მიიჩნევდა.
თუმცა ზუსტად მესამე დღეს პარტია დატოვაა:
– ნამდვილად დავტოვე პაატა ბურჭულაძის პარტია. ის ხალხი, ვინც იქ ირეოდა ჩემს მსოფლმხედველობასთან დიამეტრიულად დაშორებულები იყვნენ. ის პოლიტიკური პროგრამაც ბუნდოვანი იყო. მე სტატისტიკაზე აგებული დოკუმენტაცია მიყვარს და ეს იქ ვერ დავინახე. მოკლე დროში მივიღე პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება და მესამე დღეს მივხვდი, რომ სხვაგან მოვხვდი…” – განაცხადა მან “ambebi.ge”-თან საუბრისას.