Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

საუბარია მილიარდობით დოლარის დაკარგვაზე – Facebook-მა შესაძლოა ევროპა დატოვოს

September 23, 2020
საუბარია მილიარდობით დოლარის დაკარგვაზე – Facebook-მა შესაძლოა ევროპა დატოვოს

“ფეისბუქმა” შესაძლოა ევროპა დატოვოს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თუკი მას მონაცემების აშშ-ში განლაგებულ სერვერებზე გადაგზავნა აეკრძალება, ევროპაში მუშაობას აღარ გააგრძელებს. “ფეისბუქი” ევროპული მარეგულირებელ ორგანოებს უსამართლობაში და მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. აქვე გეტყვით, რომ ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ, “ფეისბუქს” მოსთხოვა, რომ მას ევროპელი მომხმარებლების მონაცემების აშშ-ში მდებარე სერვერებზე გადატანა შეეჩერებინა.

ამის საპასუხოდ “ფეისბუქმა” სარჩელი შეიტანა. კომპანიამ დაადანაშაულა ირლანდიის მარეგულირებელი ორგანო უსამართლობასა და მიკერძოებულობაში. “ფეისბუქის” ცნობით, ირლანდიის კომისიამ ბრძანების შესასრულებლად სამ კვირიანი ვადა მოითხოვა, თუმცა იგი ამ ვადას არასაკმარისად მიიჩნევს.

ამასთან, “ფეისბუქი” აპროტესტებს იმასაც, რომ ევროპელი მარეგულირებელი ორგანოები, სხვა ტექნოლოგიური კომპანიებთან შედარებით, მათი საქმიანობის შესწავლას უფრო მეტ დროს უთმობენ. დუბლინში გამართულ სასამართლო პროცესზე ფეისბუქის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ირლანდიის კომისიის გადაწყვეტილება აიძულებს კომპანიას დატოვოს ევროპა.

“არც ერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ევროკავშირიდან აშშ-ში მონაცემების გაგზავნის იმავე მეთოდს იყენებს, არ იმყოფება მსგავსი კონტროლის ქვეშ. თუ აშშ-ში განლაგებულ სერვერებზე ინფორმაციის გადაგზავნა აიკრძალება და ეს მხოლოდ Facebook-ს შეეხება, ამას სერიოზული ნეგატიური გავლენა ექნება კონკურენციაზე.

თუ სასამართლო მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, გაუგებარია, ამ პირობებში, როგორ გააგრძელებს Facebook მუშაობას ევროკავშირში” — აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა, ზოგიერთ კომპანიას, მათ შორის, Facebook-ს, Google-ს და Apple- ს აიძულოს, გახსნან ძვირადღირებული მონაცემთა ცენტრები ევროპაში ან დატოვონ რეგიონი. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, “ფეისბუქის” ულტიმატუმი სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი საფრთხე და მონაცემთა გადაცემის დაბლოკვამ შეერთებულ შტატებში შეიძლება მილიარდობით დოლარის დაკარგვა გამოიწვიოს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საფრთხისშემცველია თუ არა შავ ზღვაში გაჟონილი მაზუთი კურორტული სანაპიროებისთვის? – ექსპერტის შეფასება
  • “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა – რა ხდება ადგილზე?
  • რომელ რეგიონში გვხვდება გიურზა და როგორ მოვიქცეთ მისი დაგესვლის შემთხვევაში? – რას ამბობს სპეციალისტი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge