“მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ რეალურად დაინახოს, რა ხდება და ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ომი გრძელდება” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რუსული ბალისტიკური დარტყმა კიევზე. ისევ პარტნიორების გაფრთხილების გარეშე. ძირითადი სამიზნე ენერგეტიკაა, კერძოდ -ТЕЦ-4. სამწუხაროდ, არის მოხვედრები. ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი, ახლა მაშველები ხანძარს აქრობენ. ეს რაკეტები ჩვენმა სისტემამ ფაქტობრივად უკვე კიევთან მიახლოებისას აღმოაჩინა. ТЕЦ-4 კიევის ერთ-ერთი მთავარი ენერგოობიექტია.
ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, რუსები ბალისტიკის ახალ გაშვებებს ამზადებენ. ფაქტები აჩვენებს, რომ რუსები საჭიროდ არ თვლიან, დაიცვან ის, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა. უკრაინამ მხარი დაუჭირა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტას. რუსეთი სამიზნედ აქცევს მორიგ ელექტროსადგურსა და ჩვენი ხალხის სიცოცხლეს.
და ეს ნამდვილად უსამართლოა, როდესაც ისინი ენერგეტიკასაც ანადგურებენ და უკრაინაც ბალისტიკის გაშვების შესახებ არანაირ გაფრთხილებას არ იღებს. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ამაზე არ გაჩუმდეს. და მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ რეალურად დაინახოს, რა ხდება და ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ომი გრძელდება” – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
![„[რუსებმა] 20 ათასი ბავშვი მოგვპარეს…“ – რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?](https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2025/06/volodimir-zelenski.webp)