ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ რუისის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას 22 წლის ბიჭი, თენგო ლუკაშვილი ემსხვერპლა.
სოფელში ყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი წლების განმავლობაში ემიგრაციაში იყო და სწორედ საზღვარგარეთიდაან დაბრუნების შემდეგ, ნაყიდი ავტომობილით მოძრაობდა.
გარდაცვლილს სოციალურ ქსელში მეგობრები ემშვიდობებიან და წერენ:
“შენ ის თენგო ხარ,რომლის დაბადებამაც ძალიან გამახარა.თითქმის ყოველდღე რომ მოვიჩქაროდი შენს სანახავად რომ მოგფერებოდი და ხელში ამეყვანე.დედაშენს რომ არ ვანებდი შენს თავს.მოიცა რიტა ცოტახანი მეჭირება ვეთამაშები მეთქი.რატომ თენგო ამხელა ტკივილი,ეს როგორ დაგემართა ასეთ ჭკვიან და გაწონასწორებულ ბიჭს.რატომ გაწირე დედაშენი ამ ტანჯვისთვის კარგო ბიჭო,ეს როგორ დაგემართა.უწინდელი რიტა მინდა თენგო,ბედნიერი,მოკისკისე,შვილებს რომ შემოგხაროდათ ისეთი.არ მემეტება ამ ტკივილისთვის თენგო,არ მემეტები უდროოდ წასასვლელად ჩემო ლამაზო.მინდა გვყვავდე და ეს ყველაფერი სიზმარი იყოს.რატომ დაუშვა უფალმა ამხელა უსამართლობა რატომ.მარადიული ხსოვნა შენს სულს ლამაზო,სიცოცხლით გაუმაძღარო ბიჭო.ვაი რომ რეალობის შეცვლა არ შეგვიძლია“-წერენ ახალგაზრდის ახლობლები.
ცნობისთვის, ავარია სოფელ რუისთან შუადღით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, სადაც ორი ადამიანი იჯდა, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, შედეგად კი ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.