საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, დაემატა გარდაცვლილი. გეტყვით, რომ იყო მძიმე ავადმყოფი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.