ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცის, გური ბოიკოს დეიდა “ტვ პირველთან“ დანაშაულის შესახებ დამატებით განმარტებას აკეთებს.
ფაინა ბოიკოს თქმით, ჯერ არ არის ცნობილი დამნაშავის ვინაობა და ამ დრომდე არავინაა დაკავებული.“მოკლეს ბიჭი. მკვლელის ვინაობა არ ვიცით. ეს მოხდა ძმის ქორწილში.
ჩვენც სხვა არაფერი ამ ეტაპზე არ ვიცით. მიმდინარებს გამოძიება და დაადგენენ ვინ არის მკვლელი.
20 ადამიანი იყო და ვერც ერთმა ვერ დაინახა. ჩხუბი იყო, ჩემი დის შვილი აშველებდა. არ იყო ინიციატორი, უბრალოდ აშველებდა რომ ქორწილს ჩაევლო ნორმალურად. მეტს ვერაფერს გეტყვით ფიზიკურად.
დანით არის დაჭრილი. არავინ არის დაკავებული, ეძებს პოლიცია,“ – აცხადებს მოკლულის ნათესავი.
საზარელი დანაშაული გუშინ, 26 ოქტომბერს რესტორან “ლისი მერეში“ მოხდა. გური ბოიკო ძმის ქორწილში იმყოფებოდა, როდესაც სტუმრებს შრის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
