ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე ნოე სულაბერიძის გადაცემას „სიცრუის დეტექტორი“ სტუმრობდა, სადაც მან მეუღლის, აჩიკო სოლოღაშვილისა და მასთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა. ნუცამ კითხვას, შეჰპარვია თუ არა ოდესმე მეუღლის მიმართ გრძნობებში ეჭვი, უარყოფითი პასუხი გასცა:
„32 წლის ვარ და თუ გადავხედავ ჩემს ცხოვრებაში შექმნილ რაღაცებს, ყველაზე დიდი რამ რაც შევქმენი ამ ცხოვრებაში არის აჩიკოსთან ურთიერთობა, ეს სიყვარული და ოჯახი, რომელიც ჩვენ შევქმენით.სულ ვამბობ ხოლმე, სიყვარული ერთადერთი და პირველი არ არის ხოლმე ურთიერთობაში, მანამდე ბევრი საფეხურია, რომელიც სწორად უნდა
გაიაროს ორივე მხარემ.
ეჭვი ურთიერთობას ანგრევს.. არასდროს აჩიკოს არ მოუცია საბაბი რომ მეეჭვიანა..“, – თქვა ნუცა ქავთარაძემ