ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
„კლინიკა ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის ინფორმაციით, გარდაცვლილია 80 წლამდე ქალი ბათუმიდან. მისივე თქმით, ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.