დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა უნივერსიტეტის კანცლერი ნიკოლოზ გოგუაძე.
“დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ უნივერსიტეტის კანცლერის, ღვაწლმოსილი კოლეგის, უნივერსიტეტის ცოცხალი მემატიანისა და მრავალი თაობის აღმზრდელის – ნიკოლოზ გოგუაძის გარდაცვალების გამო.
ბატონმა ნიკოლოზმა წლების განმავლობაში ღირსეული წვლილი შეიტანა ახალგაზრდების სწავლებისა და აღზრდის საქმეში. აღზარდა მრავალი თაობის მედიკოსები, მისი ღვაწლი შეუფასებელია.
იგი გახლდათ ღირსეული ადამიანი, რომელიც სიყვარულსა და პატივისცემას დამსახურებულად იღებდა კოლეგების, კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების მხრიდან.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი თანაუგრძნობს ბატონი ნიკოლოზის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს.
პანაშვიდი: 30 იანვარი
დაკრძალვა: 31 იანვარი, 15:00 საათი
Მისამართი: ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილის N 3, სადარბაზო 2, სართული 4”