ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი “ტვ პირველს” ეუბნება, რომ მას შემდეგ რაც დავით ფეიქრიშვილს საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები შეუსახლეს, მის საკანში სათვალთვალო კამერები მოხსენეს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ 15-16 ოქტომბრამდე ორი ძმის კამერა აღჭურვილი იყო ვიდეო-თავლით.
ადვოკატი კამერების გამოქვეყნებას და საკანში მომხდარი სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
“მე პირველად რომ მოვინახულე ესენი, ორივე ძმა გვერდიგვერდ საკნებში იყვნენ, თან ვიდეო-თვალით აღჭურვილ საკნებში. ან 15 ან 16 რიცხვში ორივე ძმას კამერა შეუცვალეს. როგორც ვიცი, გოგა ფეიქრიშვილის საკანი აღჭურვილია ვიდეო-თვალით, დათო ფეიქრიშვილის საკანი აღჭურვილი არ არის. წარმოიდგინეთ, ელემენტარული რეაგირება არ მოხდენია აღნიშნულ ფაქტს და ახლა დამატებით მტკიცებულებად ის, რომ დავუშვათ შიგნით ვიდეო-თვალი დააყენონ, ვის უნდა ეს. ყველა ვარიანტში ვითხოვთ კამერების გამოქვეყნებას – დერეფანში მაინც. ახლა მივმართავ გენერალურ პროკურატურას, მყისიერი გამოძიება დაიწყონ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ფეიქრიშვილები მისცემენ ჩვენებას, არ მისცემენ ეს მეორეხარისხოვანია, მაგრამ უნდა დაიწყოს ფაქტზე გამოძიება და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვისაც მონაწილეობა აქვს აღნიშნულ დანაშაულთან. დამიბარეს და ახლა უნდა შევიდე ციხის ადმინისტრაციაში. ვინ უნდა შემხვდეს არ ვიცი, საქმის კურსში არ ვარ”, – აცხადებს ადვოკატი.
გლდანის ციხეში მყოფი დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა “ტვ პირველს” მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკურად ვატო ყიფიანმა, [ავთანდილ] ბილანიშვილმა და კიდევ რამდენიმე პირმა მიაყენა, რის შემდეგაც ძმებმა ფეიქრიშვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.
