Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მინდა, საჯარო წერილით ვუპასუხო ყველა იმ ადამიანს, რომელიც… – რას წერს დომენიკ მანგო

January 29, 2023
ვერაფერი ჩამინაცვლებს იმ სამზარეულოს სუნს, რომელიც ტრიალებდა სახლში, სანამ დედაჩემი ცოცხალი იყო – დომენიკ მანგოს ემოციური პოსტი

სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“მე მინდა საჯარო წერილით ვუპასუხო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ზოგჯერ ზურგს უკან ამბობს, ზოგჯერ კი პირისპის მაგრძნობინებს, რომ ხან ე.წ “იაღოველი” (სწორად ითქმის იეჰოვა), ხან 50-იანელი, ხან კათოლიკე და ხანაც სატანისტი ვარ.
პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჯერ თავად გაიგეთ რა ხართ, სანამ სხვის სარწმუნოებაში დაიწყებთ ქექვას. რაც შეეხება ჩემს რწმენას, მე ვცდილობ ვიყო ქრისტიანი, თუმცა ჩემს რწმენას არ სჭირდება არც მართლმადიდებლის წოდება, არც იეჰოვას, არც ორმოცდაათიანელის და არც კათოლიკეს. რწმენას არ სჭირდება რიტუალები, არც ღამეების თენება ეკლესიებში, არც მღვდლების დაკრულზე პარპაში, არც გაუგებარი (დილის, შუადღის, საღამოს, შუაღამის, დედის, მამის, ძმის, დის, ბებიის, ბაბუის და ა.შ) ლოცვები. ჩემთვის ლოცვა არსებობს მხოლოდ ერთი, მამაო ჩვენო და იმ ლოცვასაც გულში ვკითხულობ. რაც შეეხება ხატებს, მე არ ვდგები ხატებთან და იქ არ ვლოცულობ, არც ოქროს ჯაჭვებს და ძვირფასეულობას ვკიდებ ზედ. ხატები ჩემთვის სათაყვანო კი არა, მოგონების საშუალებაა. იდგე ხატთან და ლოცულობდე, სრულიად გაუკუღმართებული ქრისტიანობაა, რომელიც ამბობს: “არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.”. თუ იმის გამო ვიზრახები, რომ ბიბლიის მიხედვით მესმის ქრისტიანობა და ისე ვიქცევი, როგორც შემიძლია, მაშინ ჰკითხეთ საკუთარ თავს, თქვენ რა გესმით ან რას ცდილობთ?
ჩემთვის პატივი ღმერთს სიკეთით და სიყვარულით მიეგება, უპირობოდ. სამარხვო შაურმით კი არა ან საათობით ღამისთევებზე დგომით კი არა – ღამეები ვცდილობ გავათენო უპოვართათვის, მშიერთათვის, გარიყულთათვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენგან იდევნებიან ხშირად! მთელი პრობლემა მაინც ის არის, რომ თავად არ გესმით რა არის ქრისტიანობა და სხვისკენ იშვერთ თითს, ვინც თქვენსავით ბრმად და ყრუდ არ იქცევა. ან და რა უნდა გელაპარაკოთ იმაზე, რაც არც იცით და სხვასაც აბრკოლებთ ცოდნისკენ. ერთი პატარა წიგნი ვერ გადაშალეთ ქრისტიანობის გასაგებად და ასე მარტივად გგონიათ თავი ქრისტიანები. 🌹”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა
  • „ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული, დაშავებული, სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე არ არის გამოსწორებული“ – ნინო წილოსანი
  • 18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ – საქმის დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge