სოციალურ ქსელში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საფლავზე გადაღებული ემოციური ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ წევს გიორგის საფლავძე ძაღლი.
“შენთან ამოსულ იუბილარს ყვავილების თაიგულს რომ დაახვედრებ და ზეციდანაც ჯენლტმენობ, ამიტომაც არ გშორდებიან არა მარტო ნაცნობ-უცნობი ადამიანები, არამედ ოთხფეხა მეგობრები, რომელთა თვალებში სიყვარულთან ერთად გაუნელებელი სევდა იკითხება, სევდა შენი მონატრებისა, ჩემო სიღრმისეულო ვარსკვლავბიჭუნავ” – წერია ფოტოს აღწერაში, რომელსაც ფეისბუქ გვერდი, “გიორგი შაქარა მარიამის ჩანახატები” ავრცელებს.

