Tuesday, May 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა – სიწმინდეები, რომლებიც მოციქულთა სწორის სახელს უკავშირდება

January 27, 2023
დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა – სიწმინდეები, რომლებიც მოციქულთა სწორის სახელს უკავშირდება

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს მო­ცი­ქულ­თა სწო­რის, წმინ­და ნი­ნოს ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა.

მსა­ხუ­რე­ბის დროს სი­ო­ნის ტა­ძარ­ში წმინ­და ნი­ნოს ვა­ზის ჯვა­რი იქ­ნე­ბა გა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი. მორ­წმუ­ნე­ებს ამ სიწ­მინ­დის მო­ლოც­ვა დღის ბო­ლომ­დე შე­ეძ­ლე­ბათ.

წმი­და ნინო წარ­მო­შო­ბით კა­ბა­დო­კი­ის ქა­ლაქ კო­ლა­სე­დან იყო. მისი მამა, ზა­ბუ­ლო­ნი საფ­რან­გე­თის გან­მა­ნათ­ლებ­ლად ით­ვლე­ბა. მო­ცი­ქულ­თა სწო­რი ქალ­წუ­ლი ნინო სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 323 წელს ჯა­ვა­ხე­თის მთე­ბით შე­მო­ვი­და. მას­თან ღვთის­მშობ­ლის მიერ ბო­ძე­ბუ­ლი ვა­ზის ჯვა­რი ჰქონ­და.

ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლებ­ლი­სა და მო­ცი­ქულ­თა სწო­რის, წმი­და ნი­ნოს ქა­და­გე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად 326 წელს გა­მო­ცხად­და. ამ დროს სა­მე­ფო ტახ­ტი მეფე მი­რი­ან­სა და დე­დო­ფალ ნა­ნას ეპყრათ.

წმი­და ნი­ნოს ხსე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ დღე­სას­წა­უ­ლობს: 1 ივ­ნისს მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა აღი­ნიშ­ნე­ბა, ხოლო 27(14) იან­ვარს – გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

სიწ­მინ­დე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წმინ­და ნი­ნოს უკავ­შირ­დე­ბა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი სიწ­მინ­დეა, რო­მელ­თა მო­ლოც­ვას მუდ­მი­ვად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს. მათ სა­ნა­ხა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­ლი პი­ლიგ­რი­მე­ბიც ჩა­მო­დი­ან…

რო­გორც მორ­წმუ­ნე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, თი­თო­ე­უ­ლი სიწ­მინ­დე სას­წა­უ­ლებს აღას­რუ­ლებს, თუკი მლოც­ვე­ლი რწმე­ნით მი­ე­ახ­ლე­ბა…

ამ­ჯე­რად მხო­ლოდ იმ სიწ­მინ­დე­ებ­ზე გვინ­და სა­უ­ბა­რი, რომ­ლე­ბიც წმინ­და ნი­ნოს, ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლე­ბელს უკავ­შირ­დე­ბა…

წმინ­და ნი­ნოს წყა­რო

ის ბოდ­ბის წმინ­და ნი­ნოს მო­ნას­ტრი­დან 3 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, წყა­რო წმი­და ნი­ნოს ლოც­ვით აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლა. ამი­ტო­მაც ეწო­დე­ბა წმინ­და ნი­ნოს წყა­რო. იქ­ვეა გან­სა­ბა­ნიც. იმ წყალ­ში გან­ბან­ვის შემ­დეგ უამ­რა­ვი სუ­ლი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად დავ­რდო­მი­ლი ადა­მი­ა­ნი იკურ­ნე­ბა.

წყა­როს­თან აშე­ნე­ბუ­ლია წმი­და ნი­ნოს მშობ­ლე­ბის – წმი­და ზა­ბუ­ლო­ნი­სა და სო­სა­ნას სა­ხე­ლო­ბის მცი­რე ეკ­ლე­სია.

წმინ­და ნი­ნოს საფ­ლა­ვი

წმი­და ნინო ბოდ­ბე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მეფე მი­რი­ან­მა სვე­ტი­ცხო­ველ­ში, მა­ცხოვ­რის კვარ­თთან ახ­ლოს მო­ი­სურ­ვა მისი გა­დას­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა წმი­და­ნის მცი­რე სა­რე­ცე­ლი ად­გი­ლი­დან ვერ დაძ­რა და იქვე, ბოდ­ბე­ში, დაკ­რძა­ლეს. მეფე წმინ­და­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას თა­ვის სა­მე­ფოს­თან ერ­თად გლო­ვობ­და… მეფე მი­რი­ან­მა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინ, ნანა დე­დო­ფალს ან­დერ­ძად და­უ­ტო­ვა: “თუ დაგ­ცალ­და, ჩემი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, სა­მე­ფო გან­ძი ორად გა­ყა­ვი და ერთი ნა­წი­ლი წმინ­და ნი­ნოს საფ­ლავს შეს­წი­რე, რათა უკუ­ნი­სამ­დე შე­უძ­ვრე­ლად ეგოს ეს ად­გი­ლი”, მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს კი ევედ­რა, გა­ნე­დი­დე­ბი­ნა ბოდ­ბე, რად­გან იმ ად­გილს პა­ტი­ვის მი­გე­ბა სჭირ­დე­ბო­და.

XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში ცნო­ბილ­მა ჰა­გი­ოგ­რაფ­მა და ხატმწერ­მა მი­ხე­ილ სა­ბი­ნინ­მა წმი­და ნი­ნოს საფ­ლა­ვის ძვე­ლი ქვა მარ­მა­რი­ლოს ლუს­კუ­მით შეც­ვა­ლა…

დღეს წმინ­და ნი­ნოს საფ­ლავ­თან რწმე­ნით მი­სუ­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იკ­რი­ბე­ბო­და.

წმინ­და ნი­ნოს ჯვა­რი

ღვთის­მშო­ბელ­მა რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­სას­ვლე­ლად, წმინ­და ნი­ნოს ვა­ზის ჯვა­რი გა­დას­ცა, რო­მელ­საც გან­საც­დე­ლი­სა­გან უნდა და­ეც­ვა უცხო ქვე­ყა­ნა­ში წმი­და მი­სი­ით მი­მა­ვა­ლი ქალ­წუ­ლი, მან მორ­ჩი­ლე­ბის ნიშ­ნად, მო­იკ­ვე­ცა თმა, შე­მო­ახ­ვია ვა­ზის რტო­ებს და რწმე­ნით აღ­სავ­სე, სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­მო­ე­მარ­თა. შემ­დგომ­ში ეს ჯვა­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მეფე მი­რი­ანს ერგო.

541 წლამ­დე იგი მცხე­თის სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში იყო დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი… ჯვა­რი მრა­ვალ­ჯერ ყო­ფი­ლა გა­ტა­ნი­ლი ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში და ერთი ქვეყ­ნი­დან მე­ო­რე­ში. ამ გა­და­ტან-გად­მო­ტა­ნის დროს მისი გარ­დი-გარ­დმო ნა­წი­ლი გა­და­ტე­ხი­ლა გრძელ ნა­წილ­თან მი­მაგ­რე­ბულ ად­გი­ლას, რის გა­მოც, ჯვრის ფრთე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლია.

ისეც ყო­ფი­ლა, რომ ჯვა­რი სომ­ხე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­სა და მო­ნას­ტერ­ში ინა­ხე­ბო­და და და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა ის მცხე­თას და­უბ­რუ­ნა…

წმი­და ნი­ნოს ჯვა­რი დღეს თბი­ლი­სის სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. ჯვარს XVIII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის ვერ­ცხლის პე­რან­გი აქვს და ვერ­ცხლი­სა­ვე კი­დო­ბან­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. კი­დო­ბან­ზე წმინ­და ნი­ნოს ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სცე­ნე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი.

ჯვა­რი პა­ტი­ო­სა­ნი

ის სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი და ერთ-ერთი იმ ჯვარ­თა­გა­ნია, რო­მე­ლიც წმინ­და ნი­ნომ სას­წა­ულთმოქ­მე­დი ხის­გან გა­მო­აკ­ვე­თი­ნა და მტკვრი­სა და არაგ­ვის შე­სარ­თავ­თან (დღე­ვან­დე­ლი ჯვრის მო­ნას­ტე­რი) აღა­მარ­თვი­ნა.

ჯვარ­ში ჩაბ­რძა­ნე­ბუ­ლია ცხო­ველსმყო­ფე­ლი ჯვრი­სა და წმინ­და ნი­ნოს ვა­ზის ჯვრის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი.

მი­რი­ან მე­ფეს და ქარ­თვე­ლო­ბას ჯვრის­თვის შე­სა­წი­რი შე­უ­წი­რავს და მისი მსა­ხუ­რე­ბის დღეც და­უდ­გე­ნი­ათ. ის სას­წა­უ­ლებ­სა და კურ­ნე­ბებს აღას­რუ­ლებ­და. ამ ჯვრის წი­ნა­შე, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფი­ცის და­დე­ბის ტრა­დი­ცი­აც არ­სე­ბობ­და.

1725 წელს, მეფე თე­ი­მუ­რაზ II-მ პა­ტი­ო­სა­ნი ჯვა­რი ვერ­ცხლის პე­რან­გით შე­მო­სა. ლეკ­თა შე­მო­სე­ვი­სას გა­ძარ­ცვუ­ლი სიწ­მინ­დე, 1751 წელს, ხელ­მე­ო­რედ შე­ამ­კო ვერ­ცხლის პე­რან­გით და­ვით ავა­ლიშ­ვილ­მა.

1964 წელს ჯვა­რი ორ­ჯერ გა­უ­ძარ­ცვავთ.

2004 წლის 16 თე­ბერ­ვალს, სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრის მა­შინ­დელ­მა მო­ად­გი­ლემ, არ­ქი­მან­დრიტ­მა ილი­ამ (ნა­სი­ძე) ჯვრი­დან მი­რონ­დე­ნა და­ა­ფიქ­სი­რა.

ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ჯვარს რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და რამ­დენ­ჯერ­მე გა­ძარ­ცვუ­ლი ჯვა­რი, 2004 წლის 24 ივ­ნისს, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ქუ­ლი მი­ნან­ქრუ­ლი წე­სით შეს­რუ­ლე­ბულ ვერ­ცხლის მო­ოქ­რულ ლუს­კუ­მა­ში ჩა­აბ­რძა­ნეს. სა­უ­კუ­ნე­ებ­გა­მოვ­ლი­ლი ჯვა­რი-პა­ტი­ო­სა­ნი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, სას­წა­უ­ლებ­რი­ვად კურ­ნავს სა­სო­ე­ბი­თა და რწმე­ნით მი­ახ­ლო­ვე­ბულთ.

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოვა დრო, როცა ციხეში მივაკითხავ და მჟავე მაწონს მივუტან…” – ვისზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი
  • „პუტინმა თქვა, რომ ძალიან დიდ პატივს სცემს ჩემს ცოლს, მე ვუპასუხე…“ – რას ჰყვება დონალდ ტრამპი?
  • „ერთი ბოკერია “ჩაანაცვლა” მიშამ ნანულათი და მეორე ლილუაშვილს და ღარიბაშვილს შეუვსებს კობახიძე-მდინარაძე“ – რას წერს ჩერგოლეიშვილი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge