Tuesday, December 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჭამოს ის საჭმელი და შეეგუოს რომ არის პატიმარი, ხო ჩამოვიდა იმ არაჟნით – რას მოდიოდა ეს დალოცვილი, ამოვიდა ყელში” – ალეკო ელისაშვილი

January 26, 2023
“ჭამოს ის საჭმელი და შეეგუოს რომ არის პატიმარი, ხო ჩამოვიდა იმ არაჟნით – რას მოდიოდა ეს დალოცვილი, ამოვიდა ყელში” – ალეკო ელისაშვილი

“ჭამოს ის საჭმელი და შეეგუოს რომ არის პატიმარი, ხო ჩამოვიდა იმ არაჟნით – რას მოდიოდა ეს დალოცვილი, ამოვიდა ყელში” – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა “პალიტრა ნიუსის” ეთერში განაცხადა.

„სააკაშვილზე ამდენი ლაპარაკი უკვე ძალიან მომაბეზრებელია, თითქოს, ქვეყანაში სხვა პრობლემა არ გვქონდეს – გეგონება, ყველაფერი აწყობილია, ყველაფერი მოგვარებულია და ერთი სააკაშვილის ამბავია გასარკვევი. თან ეს გამუდმებით – წამლავენ, წამლავენ, პოლონიუმი… ეს პოლონიუმი მოცვის, ან პიტნის ჩაი ხომ არ არის, დილით დაგალევინონ, გაწყინოს და მერე საღამოს აღარ გაწყინოს? ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ყველა საკითხს – ადვოკატებიც, რომლებიც საოცრებებს ლაპარაკობენ, ეს „ემპათიაა“ თუ რაცაა და ექიმებიც.
სიმართლე გითხრათ, უკვე ძალიან მომაბეზრებელია ამაზე ლაპარაკი. სახელმწიფო პასუხისმგებელია, რომ სააკაშვილს არაფერი დაემართოს, არც ერთ პატიმარს არაფერი უნდა დაემართოს, მათ შორის, არც სააკაშვილს. სააკაშვილი ცოტა უფრო მეტი ღირსებით უნდა მოიქცეს, რომ ჩამოდიოდა, ხომ იცოდა, რომ რევოლუციას მოახდენდა თუ გამოუვიდოდა, ან დაიჭერდნენ. თუ დაიჭერდნენ, ციხეში მოუწევდა ყოფნა, ცოტა მეტი ღირსებით და ცოტა მეტი კაცობით ხომ უნდა იყო, ორჯერ პრეზიდენტი და ორჯერ მთავარსარდალი იყავი. ყოველდღე რომ კვდები და კვდები, რა უბედურებაა, თან თვითონ ვერ ხვდება, რომ ყველას ყელში ამოუვიდა ამაზე ლაპარაკი? – ჭამოს ის საჭმელი და შეეგუოს, რომ პატიმარია, ხომ ჩამოვიდა იმ არაჟნით.
სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, მე არ გამიგია პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა. მოუწევს საპატიმროში დაბრუნება და მოუწევს იმასთან შეგუება, რომ რაც აქვს მისჯილი, იმ ხნის განმავლობაში მოუწევს ციხეში ყოფნა. რას მოდიოდა ეს დალოცვილი, დატეულიყო იქ, სადაც იყო. გარისკა? ხოდა, იყოს. ზის გვარამია კაცურად, ხმას არ იღებს. აბსოლუტურად ტყუილუბრალოდ ზის ნიკა გვარამია, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელმაც დააშავა, როცა ხელისუფლებაში იყო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რომელი დღეები ცხადდება იანვარში უქმედ და ვის შეეხება ოფიციალური დასვენება
  • თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის გოგო ემსხვერპლა
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge