თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ათობით ადამიანმა იჩხუბა – მომხდარის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ვიდეოში ჩანს, მოქალაქეები ერთმანეთის მიმართულებით ისვრიან სკამებს, თეფშებსა და სხვა მსხვრევად ნივთებს.
უცნობია არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები, ასევე უცნობია რას მოჰყვა დაპირისპირება.
