დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
პოსტი ერეკლე მეორეს მეფობას ეხება.
„ისევ ერეკლე მეფეზე და მიმდინარე მწვავე დისკუსიაზე. შეცდომები და დისკუსიის არასწორი მიმართულები დღევნდელ საზოგადოებაში:
ერეკლეს საქართველო არ შეუერთებია რუსეთისთვის, არც ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება უფიქრებია. საერთოდაც ერეკლე იყო ქართლისა და კახეთის მეფე. ამდენად რუსეთის იმპერია ერეკლეს შემდგომ იპყრობს არა საქართველოს სახელმწიფოს, არამედ სხვადასხვა ქართულ კუთხურ ანუ პროვინციულ სახელმწიფოებს, რომლებიც მრავალი საუკუნე არსებობდნენ და ხშირად ერთმანეთს ებრძოდნენ და სისხლით რწყავდნენ. ამასთან რუსეთის იმპერიამ დაიპყრო არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოები, არამედ ოსმალეთის იმპერიის თითქმის ოთხსაუკუნოვანი ოკუპაციისგან გამოიხსნა ქ. სოხუმი და მთელი აფხაზეთი (1811), ახალციხე და სამცხე-ჯავახეთი (1829), ქ. ფოთი (1829), ბათუმი და მთელი აჭარა (1878).
ასე და ამდაგვარად მე-15 საუკუნის მერე დაშლილი და განადგურებული საქართველო შეკოწიწდა და 1918 წელს დაცემული რუსული იმპერიის წყალობით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ხუთსაუკუნოვანი დაშლილობის (მე-15 ს.) და დაცემის შემდგომ, 1918 წელს აღდგა საქართველო, როგორც ერთიანი სახემწიფო. ჩვენ ახლა ქართლ-კახეთის საცოდვი მეფის საქმეს და გადაწყვეტილებას კი არ უნდა ვარჩევდეთ, რაც არაფრის მომტანია, არამედ 1921 წელს საბჭოთა რუსული იმპერიის მიერ მოღალატე ქართველთა ხელითვე (ჯუღაშვილ-სტალინი, ორჯონიკიძე, მახარაძე და სხვანი) საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობის, დე-ფაქტო გაუქმების და მისი შედეგების ანალიზით უნდა ვიყოთ დაკავებული, რადგან რეალურად ჩვენი დღევანდელი ყველა სახელმწიფოებრივი და ეროვნულ-სოციალური პრობლემა საბჭოთა რუსული ოკუპციის თანმდევი შედეგებია და არა ქართლ-კახეთის საცოდავმა და მტრებთან ბრძოლით დაღლილმა მეფემ რა ქნა რამდენიმე საუკუნის წინ. ანუ სახეზეა წყლის ნაყვა და ქარის წისქვილებს გამოდევნება, სუფთად ქართული “ბედნიერი ერის” სინდრომი“ , – წერს დეკანოზი.
