2026 წლის 24 აპრილს პლანეტა ვენერა ტყუპების თანავარსკვლავედში შედის. ეს მოვლენა ბევრი ადამიანისთვის ისეთი შინაგანი შეგრძნებით დაიწყება, თითქოს, ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგა. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ძირითადი აქცენტი ფინანსებსა და პირად ურთიერთობებზე გაკეთდება. ქვემოთ მოცემულ შვიდ ნიშანს სამყარო განსაკუთრებულ შანსს შესთავაზებს, თუმცა პოზიტიური ენერგია მეტ-ნაკლებად თითოეულ ჩვენგანს შეეხება:
ტყუპები
ამ პერიოდის მთავარი გმირი ხართ, რადგან თქვენს ნიშანში მყოფი ვენერა მრავალ საჩუქარს გპირდებათ. ფინანსური თვალსაზრისით, ძველი ვალების დაბრუნება ან დამატებითი შემოსავლის წყაროების გაჩენაა მოსალოდნელი. პირადი მომხიბვლელობა კუპიურების მაგნიტად იქცევა და მცირე დავალებებიც კი სოლიდურ ანაზღაურებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში ფლირტი და ახალი ნაცნობობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება. შემთხვევითი შეხვედრები, მაგალითად ყავის რიგში ან ბიბლიოთეკაში, შესაძლოა, საბედისწერო კავშირში გადაიზარდოს. მთავარია, მოვლენებს ზედმეტი გათვლების გარეშე მიენდოთ.
სასწორი
თქვენი ბუნებრივი შარმი 24 აპრილიდან განსაკუთრებულ ძალას შეიძენს. ფინანსური კუთხით, გარშემომყოფები დახმარებასა და სასარგებლო კავშირებს თავად შემოგთავაზებენ. ძველი კლიენტების რეკომენდაციები ან ხელმძღვანელობის მხრიდან დაფასება თქვენს ბიუჯეტზე დადებითად აისახება. ამ პერიოდში იღბალი მცირე რისკების დროსაც კი თქვენ მხარეს იქნება. პირად ურთიერთობებში თქვენი ღიმილი, საკითხების მშვიდად გადაწყვეტის უნარი ყველაზე ძლიერ იარაღად იქცევა. თაყვანისმცემლები სრულიად მოულოდნელ ადგილებში გამოჩნდებიან, ხოლო არსებულ კავშირებში ახალი, უფრო თბილი და სასიამოვნო ეტაპი დაიწყება.
მერწყული
თქვენი ორიგინალური იდეები, რომლებიც აქამდე შესაძლოა, სხვებისთვის გაუგებარი იყო, ახლა მატერიალურ აღიარებას მოიპოვებს. ფინანსები მოულოდნელი წყაროებიდან, მათ შორის დავიწყებული ვალების ან შორეული ნათესავებისგან მიღებული მემკვიდრეობის სახით შემოვა. არასტანდარტული აზროვნება ამჯერად თქვენს მთავარ კაპიტალად იქცევა. სასიყვარულო სფეროშიც სიურპრიზებია მოსალოდნელი. შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს წარმოდგენებში არსებულ იდეალურ პარტნიორს არ ჰგავს, თუმცა ეს ნაცნობობა წლის საუკეთესო მოვლენად იქცევა. უჩვეულო გარემოში დაწყებული ურთიერთობა თქვენზე განსაკუთრებულად დადებით გავლენას მოახდენს.
ლომი
24 აპრილიდან სამყაროს ყურადღების ცენტრში სწორედ თქვენ აღმოჩნდებით. ფინანსური წარმატება საჯაროობასა და სოციალურ აქტივობას უკავშირდება, სადაც თქვენს პროფესიონალიზმს სათანადოდ შეაფასებენ. წარსულში გაწეული უანგარო დახმარება ახლა ორმაგად დაგიბრუნდებათ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი შრომისთვის მაღალი ფასის დაწესება, რადგან ამას გარშემომყოფები ადეკვატურად მიიღებენ. პირად ცხოვრებაში თაყვანისმცემელთა რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს. ძველი ნაცნობები თავად შეგეხმიანებიან, თუმცა ნამდვილი სიახლოვისთვის საჭიროა, რომ ხანდახან ,,მბრძანებლის” როლიდან გამოხვიდეთ.
მშვილდოსანი
ნებისმიერი ახალი წამოწყება თუ რისკიანი ნაბიჯი ამ პერიოდში წარმატებით დაგვირგვინდება. მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ მოგზაურობა, ახალი ჰობი ან თუნდაც უცნობი მარშრუტით სეირნობა. ყოველი სიახლე თქვენს ცხოვრებაში მცირე ფინანსური სიურპრიზით შემოვა. შესაძლოა, თქვენი შემოქმედებითი ნიჭიც კი შემოსავლის წყაროდ იქცეს. თუ უკვე წყვილში ხართ, სპონტანური მოგზაურობა თქვენს კავშირს გაამყარებს, ხოლო მარტოხელებისთვის ეს დრო დაუვიწყარი და მხიარული ნაცნობობის შანსია...ვრცლად
