,,ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა პოლიტიკოსების წინასაარჩევნო გზავნილებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ,,გუგავა მოვას” მიმდევრები გამოუჩნდა.
“გუგავა მოვა” საერთო ეროვნული მხიარულება გამოიწვია და ამ საარჩევნოდ რას ვხედავთ: “დაავალე მიშას”, “გისმენს ალეკო”, “გამოგივლის გრიშა ” , “შემოგევლოს ბიძინა” და ა.შ.
მოკლედ, კლასიკა უკვდავია
ცნობისთვის, “დაავალე მიშას” – ამ სახელწოდებით “ნაციონალური მოძრაობამ” ახალი კამპანია დაიწყო.
,,ალეკო გისმენთ” – პარტია ,,მოქალაქეების” ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა კი, საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი მიუთითა.