Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

30 წლის ქართველ ტაქსისტი პოლონეთში არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს – რას ამბობს ბრალდებული

January 25, 2023
30 წლის ქართველ ტაქსისტი პოლონეთში არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს – რას ამბობს ბრალდებული

პოლონეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც არასრულწლოვანმა გოგონამ პოლიციის განყოფილებას მიმართა და განაცხადა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 30 წლის მამაკაცი ქალაქ პოზნანში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

“ბოლტის” აპლიკაციით გამოძახებაზე მისულმა მძღოლმა მოზარდი დანიშნულების ადგილის ნაცვლად, სხვა მისამართზე წაიყვანა, ავტომობილის კარი შიგნიდან ჩაკეტა და კლიენტთან ძალის გამოყენებით სექსუალური კონტაქტის დამყარება სცადა. მსხვერპლმა მეგობართან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნა მოასწრო, რის შემდეგაც მამაკაცმა ის გაათავისუფლა და გაიქცა. დეტალებს მსხვერპლი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში აღწერს.

შემთხვევის ადგილიდან გოგონა პირდაპირ პოლიციაში მივიდა და ჩვენებაც მისცა. მოძალადე დააკავეს, თუმცა პოლონეთის პროკურატურამ მას ბრალი მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის წარუდგინა. პოლიცია სასამართლოში მსხვერპლის ფსიქოლოგების თანდასწრებით დაკითხვას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ განაჩენი ისე გამოიტანა, რომ საქმეს სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაცია არ მისცემია.

ჯარიმა 10 ათასი დოლარის ოდენობით, მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვა და ორწლიანი საზოგადოებრივი შრომა – ეს მიუსაჯა პოლონეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს. განაჩენს კრიტიკა მოჰყვა ადგილობრივ მედიაში.

“კურიერმა“ დღეს თავად ბრალდებულთან დაკავშირებაც მოახერხა. სატელეფონო საუბრისას მამაკაცი ადასტურებს, რომ ძალადობრივი დანაშაულისთვის პოლიციაში არასრულწლოვანმა უჩივლა. ბრალდებული ამბობს, რომ უდანაშაულოა, რაც სასამართლომაც გაიზიარა.

საქართველოში, ბრალდებულის ახლობლებისთვის მომხდარი მოულოდნელი აღმოჩნდა. მათი თქმით, 30 წლის მამაკაცი, ამ დრომდე რაიმე დანაშაულში არასდროს ყოფილა შემჩნეული.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლონეთში ტაქსის ქართველი მძღოლები სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ყველა საქმეში ხელწერა, თითქმის იდენტურია. “ბოლტის” და “უბერის” აპლიკაციით გამოძახებულ ტაქსის მძღოლებს, მგზავრი დანიშნულების ადგილის ნაცვლად, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მიჰყავდათ, სადაც მათ დანახვას, სავარაუდოდ ვერავინ შეძლებდა. ქართველების გარდა, მრავალტომიან საქმეში ფიგურირებენ ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის მოქალაქეებიც. სექსუალური ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო პოლონეთის სეიმი კანონმდებლობის გამკაცრებაზე მსჯელობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი უძილაურის ადვოკატის განცხადებით, საქმეში მათ შორის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები დევს, თუმცა მტკიცებულებები „ბრალად წარდგენილ დანაშაულთან ადეკვატური არ არის“
  • ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 2025 წელს 620 000-ზე მეტი ვიზა გასცეს, რაც 2024 წელთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტია
  • ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე ბრალდებულ მამუკა ბაღდავაძეს 7 წლით, გიორგი კაჭკაჭაშვილს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge