Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“განწირული ვკიოდი, მთელი უბანი შეიყარა, ბავშვები აივნის მოაჯირზე არიან-თქო” – როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ქალმა ორი მცირეწლოვანი მე-12 სართულიდან გადმოვარდნას?

October 20, 2026
“განწირული ვკიოდი, მთელი უბანი შეიყარა, ბავშვები აივნის მოაჯირზე არიან-თქო” – როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ქალმა ორი მცირეწლოვანი მე-12 სართულიდან გადმოვარდნას?

ახალგაზრდა ქალი, ეთო რევიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. ახალგაზრდა ქალის მოხერხებამ ორი მცირეწლოვანი ბავშვი მე-12 სართულიდან გადმოვარდნას გადაარჩინა.

“ღმერთო მადლობა რომ დღეს კარგად არ ვიყავი და სახლში ვიყავი, იმ დროს როცა საჭირო იყო ჩემი რეაგირება. დაახლოებით, საათნახევრის წინ აივანზე გამოვედი სარეცხის მოსახსნელად და დავინახე წინა კორპუსის მე-12 სართულზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი აივნიდან სათამაშოებს ყრიდა, ადრე ეს ბავშვები არ შემინიშნავს, სხვები ცხოვრობდნენ იმ ბინაში და მათ ბავშვები არ ყავდათ, სათამაშოების ეზოში გადაყრამ მიიქცია ჩემი ყურადღება და ამიტომ სარეცხის მოხსნა არ დავიწყე, ბავშვები ყრიდნენ ყველაფერს მათ შორის თერმოსი და თეფშიც კი გადმოაგდეს ეზოში.

უცებ პატარა ბიჭი, რომელიც დაახლოებით, სამი წლის იქნება მოაჯირზე ავიდა, ხოლო პატარა გოგო, რომელიც ორი წლის იქნება უკნიდან აწვება და ეხმარება მოაჯირზე ასვლაში. ბავშვი სარეცხის თოკებს მიწვდა და თოკებზე დაიწყო თამაში, მე აქედდან დავუყვირე, ჩადი შვილო, ძირსთქო, არ გამიგონა. უფროდაუფრო ადიოდა აივნის მოაჯირის საფეხურებზე და ჩემი დაყვირება კივილში გადაიზარდა, ჩემ კივილზე უბანი შეიყარა, განწირული ვკიოდი, ვინმე არ ხართ სახლში მეზობლები, დაუბრახუნეთ კარზე იქნებ გააგონოთ ბავშვები აივნის მოაჯირზე არიან-თქო. მერე ვიღაც კაცმაც დაიწყო ჩემი კორპუსიდან ყვირილი და წინა კორპუსმაც გაიგონა, ვკივი ბავშვია აივნის მოაჯირზე.

ის კიდე უფრო და უფრო ადიოდა მაღლა და უფრო მეტად იწეოდა თოკებისკენ და ეჯაჯგურებოდა თოკებს, ხალხმა აივნებიდან მატრასები და ლებები გადმოყარა, მოემზადნენ რომ ბავშვი გადმოვარდნის შემთხვევაში ცოტა მსუბუქად დაცემულიყო.

კარზე უბრახუნეს მშობელს და ვერ გააგონეს. მერე ერთი მეზობლის ბიჭი უკვე აივნიდან ჩასვლას ცდილობდა ,როცა 15 წუთიანი ომის მერე ბავშვის დედა საღამურში გამოწყობილი დაძინებული აივანზე გამოვიდა და შვილს ხელი დასტაცა. ვაიმე ალბათ ეძინა, მაგრამ ორი პატარა ბავშვი ასეთი ცელქები და ორივე იღუპებოდა. მე ერთი სიკვდილი მოვკვდი, იმ ბავშვებიდან, რომელიმეს რამე რომ დამართნოდა ალბათ მოვკვდებოდი.

მადლობა უფალს გადარჩა ორივე პატარა ანგელოზი. მადლობა უფალს, რომ საჭირო დროს აივანზე გამოვედი და შევესწარი ფაქტს რომ დამეკივლა და ხალხი შემეყარა საშველად.

მადლობა უფალო მათი გადარჩენისთვის და იმისთვის რომ კეთილმა ხალხმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ერთობლივად გადავარჩინეთ პაწიები. ერთი საათი შოკში ვიყავი და ახლაც ემოციისგან მეტირება.

მადლობა უფალო, რომ მე და ჩემს შვილს, რომელიც ემოციისგან ჩემთან ერთად ტიროდა არ დაგვანახე პატარა ანგელოზების გაჭირვება და გადაარჩინე ისინი. პატარა ბიჭი აუტისტური სპექტრის მქონე არის, დედას სამი წელია არც დღე სძინავს და არც ღამით, რადგან ბავშვი არ იძინებს. ამიტომ ნუ განსჯით მის მომენტალურ ჩაძინებას.

ძალიან გთხოვთ, როგორც მე ისე ბავშვის ბებო გთხოვთ, რომ ნუ განსჯით დედას, რადგან ბავშვის დედამ ძალიან ივაჟკაცა, რომ თავისი შვილი გადაარჩინა თავისი სიფრთხილით, მისი ერთი არასწორი მოძრაობა, დაყვირება, შეკივლება და ბავშვი აივნიდან გადავარდებოდა. ძალიან გთხოვთ ნუ წერთ ცუდ კომენტარებს ადამიანებო. ,,ჩაძინებით ერთხელ წყალსაც ჩაეძინაო” ქართული ანდაზაა, ხოდა ღმერთმა დაგვიფაროს, თუმცა დაზღვეული არავინ ვართ. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. მტრის და მოყვარის შვილი ისევე როგორც საკუთარი ყველა მიყვარს.

ყველა ბავშვი უფლის საჩუქარია და მათ ანგელოზები იცავენ. ყველას მშვიდობა მოგვვეს უფალმა”, – წერს ეთო რევიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ კი ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე”- რას ამბობს ზაალ ანჯაფარიძე
  • “განწირული ვკიოდი, მთელი უბანი შეიყარა, ბავშვები აივნის მოაჯირზე არიან-თქო” – როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ქალმა ორი მცირეწლოვანი მე-12 სართულიდან გადმოვარდნას?
  • “ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო…”- დიმიტრი სამხარაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge