მცხეთურ ღვეზელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ გამოსცა.
გთავაზობთ მცხეთური ღვეზელის რეცეპტს.
ინგრედიენტები:
1 კგ ფქვილი
2 ცალი კვერცხი
400 მლ/ლ თბილი წყალი
25 გრ მშრალი აქტიური საფუარი
1 ჩ/კ მარილი
1⁄2 ლიტრი ზეთი
500 გრ შერეული ფარში
100 გრ ბრინჯი
მწიკვი მარილი
1 ჩ/კ შავი პილპილი
1 ჩ/კ უცხო სუნელი
2 ცალი ხახვი
ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
მომზადება
დიდ თასში ჩაყარეთ 800 გრ ფქვილი, დაამატეთ 25 გრ საფუარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და 1 კვერცხი. შემდეგ დაამატეთ 400 მლ თბილი წყალი და ურიეთ ხელით, სანამ ცომის გუნდას არ მიიღებთ. შეახვიეთ, მოათავსეთ თბილ ადგილას და დატოვეთ ასე 1 საათით, რომ ამოვიდეს.
შემდეგ მოაყარეთ დარჩენილი 200 გრ ფქვილი და ზილეთ, სანამ საკმარისად არ გამკვრივდება. სამუშაო ზედაპირზე მოაპნიეთ ცოტაოდენი ფქვილი და მასზე ცომი პატარა გუნდებად დაყავით.
ამის შემდეგ წვრილად დაჭერით ხახვი და მოთუშეთ, სანამ ოდნავ არ შეიბრაწება.
ტაფაზე დაასხით 40 მლ ზეთი, დაამატეთ საქონლისა და ღორის ფარშის ნარევი, შავი პილპილი და უცხო სუნელი, ურიეთ ინტენსიურად, 5–6 წუთის განმავლობაში. მოხარშეთ ბრინჯი 1 ჩაის კოვზ მარილთან ერთად. ჩაყარეთ თასში, დაამატეთ მოთუშული ხორცი, 1 კვერცხი და ურიეთ კარგად შერევამდე.
ამის მერე გააბრტყელეთ ცომის გუნდები. მოათავსეთ შიგთავსი ცენტრში თითოეულ მათგანზე, გადაკეცეთ და შეკარით.
შეწვით 1 სმ-ის სიღრმის ცხელ ზეთში, სანამ არ შეიბრაწება. მიირთვით ცხელი.
წყარო: kulinaria.ge