„სამწუხაროდ, დაიღუპა კიდევ ერთი 17 წლის დიუშენის პაციენტი. შეიძლება, ჩვენც რამე დავაკელით. ღმერთმა გვაპატიოს. ნათელში იყოს მისი სული…” — წერს კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში
17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალა ორთოპედიული ოპერაციის შემდგომ ნარკოზულ მდგომარეობაში. ინფორმაციას ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ავრცელებს ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ მწუხარებით იუწყება რომ გარდაიცვალა დიუშენის მებრძოლი პაციენტი 17 წლის საბა მაკარაშვილი. პაციენტი გარდაიცვალა ორთოპედიული ოპერაციის შემდგომ ნარკოზულ მდგომარეობაში. საგამოძიებო ორგანოებს მოვუწოდებთ, რომ მოკლე ვადებში დაადგინონ გარდაცვალების კონკრეტული მიზეზები და ჩვენც ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს. ვუსამძიმრებთ და სრულ თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს“ — წერს ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ სოციალურ ქსელში დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება. ცილა „დისტროფინის“ დეფიციტის დროს კუნთოვანი უჯრედები ზიანდება, რაც საბოლოოდ იწვევს გადაადგილების უნარის დაკარგვას და სუნთქვისა თუ გულის უკმარისობას. საქართველოში ამ დიაგნოზით დაახლოებით 60-80 პირი ცხოვრობს.
