უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა მეუღლეს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს.
„ხშირად მეკითხებიან, როგორ შეიცვალე წელს. მე კი ყოველთვის ვპასუხობ: “არ შეცვლილა. ის იგივეა, ისევ ის ბიჭია, რომელსაც 17 წლის ასაკში შევხვდი”.
მაგრამ რეალურად, რაღაც შეიცვალა: ახლა გაცილებით ნაკლებად იღიმები. მაგალითად, როგორც ამ ფოტოზე… გისურვებ ღიმილის მიზეზებს და შენ იცი, რა არის საჭირო ამისთვის, ყველამ ვიცით.
საკმარისად ჯიუტი ხარ, მაგრამ მთავარია გქონდეს საკმარისი ჯანმრთელობა. ამიტომ, გთხოვ, იყავი ჯანმრთელი! მინდა შენთან ერთად, სამუდამოდ ვიღიმოდე. მომეცი ეს შესაძლებლობა!“ , – აღნიშნავს ოლენა ზელენსკა.
შეგახსენებთ, დღეს ზელენსკი 45 წლის გახდა.