თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი, ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
