სასტიკი მკვლელობა თურქეთში – ჩაკეტილ სახლში მოკლული ქალის ცხედარი, სენაკელ 33 წლის თამთა ჯანჯღავას ეკუთვნის. მოკლულის მეგობრის თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ირაკლი შურღაიაა, რომელიც მეუღლესთან წლების დაშორებულია, თუმცა რამდენიმე თვის წინ თურქეთში ჩავიდა და თამთა ჯანჟღავაც შეურიგდა. ამის შესახებ ინფორმაციას როგორც “ნიუპოსტი” ავრცელებს.
მოკლულის მეგობრების მონაყოლის თანახმად, ჯანჯღავა ქმარმა დანით დაჩეხა და სახლიდან გაიქცა. ახლობლების გადმოცემით, ქმარი ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა. მეტიც, ისინი იხსენებენ, შურღაია სწორედრ ამ ფაქტის გამო იყო მიმალვაში.
“დიახ, ადამიანებო ეს ის თამთაა, მისმა არაადამიანმა ქმარმა თურმე 2 დღის წინ სიცოცხლეს ულმობლად, რომ გამოასალმა და ვითომც, აქ არაფერი მომხდარაო, ისე რომ გაიხურა კარი და წავიდა!! (იმედია მოუსავლეთში)
მძულს ამისთანა სამყარო მე! დიახ მძულს! უფლის ნაბოძებ სიცოცხლეს რომ არაკაცები გართმევენ იმიტომ!სუსტის დაჩაგვრა რომ ვითომ „ძლიერს“ შეუძლია იმიტომ! არადა „ძლიერი“ კიარადა ლაჩარი ხარ, ლაჩარი ხარ იმიტომ, რომ ამ სისაძაგლის ჩადენის მერე თვითმკვლელობაც ვერ შეძელი.იქნებ ამითი მაინც გეშველა საკუთარი ბინძური სულისთვის! იქნებ ამითი მაინც შეგემსუბუქებინა შენი შვილების წინაშე ეს უმძიმესი დანაშაული! მეზიზღება დედაშენისნაირი ქალები, შენნაირ არაადამიან, მკვლელ შვილებს, რომ ზრდიან და თავი საუკეთესო დედებად მოაქვთ! თუმცა დედობაც ზოგისთვის პატივია, ზოგისთვის სასჯელი!
მაპატიე თამთა მეც და ყველას, ვისაც შეგვეძლო და არ დაგიცავით! ვინც იცოდა და ხმა არ აიმაღლა! გვიანია, მაგრამ მე მაინც გთხოვ ჩემ წილ პატიებას! ყველა პოტენციური მკვლელია, ვინც 0,1% მაინც ეცდება იმ არაკაცის გამართლებას ნებისმიერი ფორმით! აწი გინდ ფემინისტობა დამაბრალეთ და გინდა ქალთა უფლედამცველობა, მაგრამ ფაქტი ჯიუტი და ძალიან ტრაგიკული! თამთა აღარ ჰყავს მის შვილებს, მის დედმამიშვილებს და მის ახლობლებს! ჩემო ანგელოზად გაფრენილო თამთუ!იქით იმიერში ანათე და ასხივე აწი“- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.
გარდაცვლილს სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.