გვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები, რომელიც დაზიანებულია. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
“მნიშვენლოვან საერთაშორისო ტურნირებზე მოგებული თასები ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა ვანდალურად დაამტვრია“ – ამბობს წყარო, რომელმაც ვანდალიზმის მტკიცებულებად ფოტო მასალაც “პრაიმტაიმს” მიაწოდა. მისივე მტკიცებით, ფოტოები ნეკა დოროყაშვილის საცხოვრებელ სახლშია გადაღებული.
„ეს ფოტოები ნეკამ თავად გადაუგზავნა მეგობარს – როგორც ჩანს, ამაყობს, რომ ასე ვანდალურად გაანადგურა ნიკა ბასილაშვილისთვის ამდენად ღირებული ნივთები“ – ყვება წყარო.
დაზიანებულ ნივთებს შორის არის 2018 წელს პეკინის ღია პირველობაზე მოპოვებული თასი.
ნეკა დოროყაშვილის ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, თუ სად ინახება ამჟამად ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები, თუმცა ამბობს, რომ მისი მარწმუნებლის მხრიდან ნივთების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.
ცნობისათვის, ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000- ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.