წარმატებული ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი იუბილარია. ის 24 წლის გახდა. თაკომ იუბილე მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა და ფოტოები და ვიდეოები შეყვარებულთან ერთადაც გამოაქვეყნა: „ბედნიერები იყავით, სიყვარულებო“ – წერენ მათი მეგობრები.
თაკო ნაცვლიშვილის რჩეული ოთო რუხაძეა. წყვილი სოციალურ ქსელში ერთად ხშირად არ ჩნდება, თუმცა მათი ურთიერთობა უკვე წლებს ითვლის.