Tuesday, September 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნახეთ, საჯარო სამსახურის რომელ სფეროში დასაქმებულები მიიღებენ 15%-მდე სახელფასო დანამატს

January 17, 2023
ნახეთ, საჯარო სამსახურის რომელ სფეროში დასაქმებულები მიიღებენ 15%-მდე სახელფასო დანამატს

2023 წლის 1 იანვრიდან, ისევე როგორც სხვა საჯარო სექტორში დასაქმებულებს, პროკურატურის თანამშრომლებსაც ხელფასი 10%-ით გაეზარდათ. ასევე, „პროკურატურის შესახებ“ორგანული კანონის თანახმად, პროკურატურის გამომძიებლები და პროკურორები 2023 წლის 1 იანვრიდან წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოსთან ერთად შესაძლოა მოიცავდეს წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. ორგანული კანონის მითითებული ნორმის თანახმად გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატი, განსხვავებით ყველა სამართალდამცავი ორგანოსგან, პროკურატურის სისტემაში ამ დრომდე არ მოქმედებდა.

2023 წლის იანვრიდან საპროკურორო და საგამომძიებლო უფლებამოსილების განმახორციელებელ თანამშრომლებზე წელთა ნამსახურობის დანამატი 3-დან 10 წლამდე ნამსახურობის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს – 5%,-ით, 10-დან 20 წლამდე – 10%-ით, ხოლო 20 წელზე მეტი ნამსახურობისას – 15%-ით განისაზღვრა.

პროკურატურის სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების შესანარჩუნებლად, თანამშრომელთა მოტივაციის და სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია პროკურორების სოციალური პირობების გაუმჯობესება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “იპოვეს ზედა, რომელიც, სავარაუდოდ, დაკარგულ მოზარდს ეკუთვნის” – რუსთავში დაკარგულ 16 წლის ბიჭის ეძებენ
  • პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება – გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 სექტემრის ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge