Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გარდა ძალადობისა, ციხეებში არის სხვა ბევრი პრობლემა” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

October 8, 2026
“ერთი პრობლემა აქვს…”- რას წერს მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას შესახებ?

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

“გარდა ძალადობისა, ციხეებში არის სხვა ბევრი პრობლემა. მე უკვე 5 წელზე მეტია ტყვეობაში ვარ და შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვებები და გამოცდილება. ამ წლებში მოხდა ნაც-მოძრაობის დროს აშენებული გამართული ციხეების კორპუსების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, მოუვლელობის გამო. ძალიან გაუარესდა სანიტარული მდგომარეობა, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელში, როგორც ჩანს კორუფციის კიდევ უფრო მომატების გამო, ბოლო 2 წელიწადში კატასტროფულად გაუარესდა საკვების ხარისხი. უმეტესი საკვები უბრალოდ არ იჭმევა და ამასთან ერთად ვეღარც გარედან შემოაქვთ საკვები. თუ ადრე ამანათების შემოტანა ყოველდღე იყო შესაძლებელი, ახლა კი მხოლოდ თვეში ორჯერ.
ახლახან აკრძალეს „ფლეშკებით“ ვიდეოფილმების შემოტანა (რომლებიც პატიმრებისთვის დროის მოკვლის შესაძლებლობა იყო).
შევარდნაძის დროს, იუსტიციის მინისტრი ვიყავი და მახსოვს რა საშინელება იყო მაშინდელი ციხეები, შემდეგ ისინი დავანგრიეთ და ახალი ავაშენეთ. მათ შორის 2012 წლამდე გვქონდა დაწყებული ნორვეგიული სტანდარტის დიდი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა. ეს ქოცებმა გააჩერეს. სამაგიეროდ არსებულ დაწესებულებებს მოაშენეს კორპუსები. მაგალითად რუსთავის ციხეს, რომელშიც ვიმყოფები, მოაშენეს ნაწილი და 1 თვის წინ ციხე გაიბზარა, ძველ ნაწილს და ქოცების მოშენებულ ნაწილს შორის გაჩნდა დიდი ბზარი, რომელზეც გადაბიჯება მიხდება ყოველ ჯერზე, დერეფანში მოძრაობისას (რა სიმბოლურია!)
განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში დააწესეს ბევრი უაზრო შეზღუდვა, რომელთაც არ ვემორჩილები და არც დავემორჩილები და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ. ნუ შეაყოფინებთ ამათ თითებს. კიდევ უფრო ღრმად ამოიღეთ ხმა! ამაზე უარესი მაინც არ იქნება. მე პირადად ძალიან ხმამაღლა ვაპროტესტებ ყველაფერს.
ვინაიდან სახალხო დამცველის ინსტიტუტი პრაქტიკულად აღარ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია მოთხოვნა, რომ ციხეებში რეგულარულად დაუშვან კომისია, რომელშიც შევლენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები. მათ უნდა მიეცეთ საშუალება გაესაუბრონ პატიმრებს, გაეცნონ შეზღუდვების მოტივაციას და გაასაჩივრონ უაზრო შეზღუდვები, დააყენონ „უდოს“ სამართლიანად გამოყენების საკითხი, თვითონ გააკონტროლონ საკვების ხარისხი და სანიტარული მდგომარეობა. დააყენონ ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი კორუფციაზე. ამ ყველაფერს მალაპარაკებს ჩემი პირადი გამოცდილება და ის, რომ აქ გავიგე ის რასაც გარედან ვერ გავიგებდი, თან ამ ყველაფერზე ვითვალისწინებ, რომ ციხეში გარდა უდანაშაულოდ მოხვედრილი ხალხისა, უმრავლესობას შეადგენენ ნამდვილი კრიმინალები, რომელთაგან ფართო საზოგადოების დაცვა აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ცივილიზებულ და ჰუმანურ ფარგლებში.
ისე კი ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი აზრამდე, რომ ციხეთა კონტინგენტი, მინიმუმ ორჯერ არის შესამცირებელი, იმ დათქმით რომ საშიში დამნაშავეები არ იქნებიან გათავისუფლებულები და ასევე ციხეებში დაბრუნებული ქურდული სუბკულტურა ხელახლა იქნება განეიტრალებული. აუტანელია იმის ხილვა, რომ ქოცების პირობებში, ციხეებიდან ისევ კონტროლდება ქვეყანაში დანაშაული“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ!- ირაკლი ნადირაძე
  • “ლელო ძლიერი საქართველო“ მოუწოდებს “ქართულ ოცნებას“, დროებით მაინც დააბრუნონ საწვავის აქციზის გადასახადი 2017 წლის ნიშნულზე
  • სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge