როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის – ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის“ ეთერში საუბრობს. ვერძი – თქვენი ენერგოტონუსი მატულობს, თუმცა ენერგიის მომატებასთან ერთად მატულობს სულსწრაფობა, სიჯიუტე და სიხისტე. გაქვთ კარიერული წინსვლის შანსი, მაგრამ ეს თვისებები არ გამოავლინოთ ხელმძღვანელებთან. კურო – ენერგოტონუსი მაღალია. კარგი პერიოდია უცხოელებთან კონტაქტისთვის და მოგზაურობისთვის. გაქვთ წყალქვეშა დინებები ფინანსებთან დაკავშირებით, ამიტომ მოერიდეთ კაპიტალ დაბანდებას. ტყუპები – ენერგოტონუსი მატულობს, არ გათქვათ ბევრი ინფორმაცია, რადგან შესაძლოა თქვენმა მოწინააღმდეგეებმა ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენონ. ფრთხილად იმოქმედეთ. კირჩხიბი – ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობაც მდგრადია. მატულობს პარტნიორის მიმართ უნდობლობა, რაც გამოიწვევს დაძაბულობას.
ლომი – პარტნიორებთან კონფლიქტის ალბათობა მაღალია. გამოიჩინეთ დიპლომატია და მოთმინება. ქალწული – დაპირისპირება კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან მატულობს, რის გამოც შეიძლება მოხდეს დაპირისპირება. ამიტომ თუ კრიტიკა იქნება ხელმძღვანელებისგან მშვიდად მიიღეთ და დიპლომატიურად გამოდით აქედან. სასწორი – მატულობს ენერგოტონუსი, შემოქმედებითი ნიჭი. პარტნიორებთან მატულობს დაძაბულობა, ამიტომ ეცადეთ იყოთ დამთმობები და არ იყოთ ხისტები. მორიელი – ამ კვირაში შეიძლება დაუშვათ შეცდომები, რომელიც ძვირი დაგიჯდებათ, მათ შორის ფინანსური, რის გამოც შეიძლება დაპირისპირება მოხდეს პარტნიორებთან. მშვილდოსანი – ენერგოტონუსი მატულობს, ხდება აქტიური ენერგიული, ინიციატორი. აქ არის პარტნიორებთან დაპირისპირების მომენტი, სადაც აბსოლუტურად ხისტი და ჯიუტი ხდება, რაც აღიზიანებს პარტნიორებს. გამოიჩინეთ მაქსიმალური დიპლომატია და თავდაჭერა.
თხის რქა – აი, ვინ არის ყველაზე წარმატებული, ახლა მათში არის 3 პლანეტა. როგორც ხელმძღვანელი და ლიდერი ძალიან კარგად წარმოაჩენს საკუთარ თვისებებს. თუმცა ფრთხილად იყავით სიხისტე და სიჯიუტე მატულობს თქვენში. მერწყული – გჭირდებათ სიფრთხილე, რადგან ერთ–ერთი ურთულესი კვირა გაქვთ, ფარული მტრები, ჭორები, ვალების დაბრუნება მოგიწევთ, ჯანმრთელობაც არამდგრადია, ამიტომ უმჯობესია ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლოთ. შემდეგი კვირიდან კი დაიწყება თქვენთვის ვარსკვლავური პერიოდი. თევზები – მათ ამ პერიოდში აღიზიანებთ ურთიერთობა ადამიანებთან, სურვილი აქვთ იყვნენ მარტო ან ინდივიდუალურ საქმეებზე გადავიდნენ. დეპრესიულობა შესაძლოა შაბათ– კვირას გაძლიერდეს. ყურადღება მიაქციეთ ასევე ჯანმრთელობას, შესაძლოა გაცივდეთ.
წყარო: pia.digest.ge