2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 46 082 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაიღუპა 315, ხოლო დაშავდა – 3 252 ადამიანი.ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, აქედან 44 034 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ხოლო 2 048 საგზაო შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გადაკვალიფიცირდა.
შსს-ს მიხედვით, წელს 9 თვეში მომხდარი ავარიები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
• თბილისი – 26 150 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 536 – სისხლის სამართლის;
• აჭარა – 4 740 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 340 – სისხლის სამართლის;
• იმერეთი – 2 839 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 271 – სისხლის სამართლის;
• ქვემო ქართლი – 2 721 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 226 სისხლის სამართლის წესით;
• მცხეთა-მთიანეთი – 1 658 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 88 სისხლის სამართლის;
• შიდა ქართლი – 1 636 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 144 სისხლის სამართლის;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 472 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 116 სისხლის სამართლის;
• კახეთი – 1 352 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 195 სისხლის სამართლის;
• სამცხე-ჯავახეთი – 854 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 69 სისხლის სამართლის;
• გურია – 473 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 49 სისხლის სამართლის;
• რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 139 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 14 სისხლის სამართლის
