მასტერშეფი ლევან კობიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ წლების წინ 4 წლის შვილი გარდაეცვალა.
„სამი შვილი მყავს. ორი ბიჭი და ერთი გოგონა, მაგრამ გოგონა, სამწუხაროდ, აღარ გვყავს… დაბადებიდან თირკმლის უკმარისობა ჰქონდა და 4 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უფროსი ბიჭი 19 წლისაა. მეორე გოგონა იყო და მესამე შვილი 9 წლის ხდება. უფროს ბიჭს ახლახან მოუნდა მზარეულობა და ხან მუშაობს, ხან – არა. კორონავირუსის გამო გაჩერდნენ და ახლა ისევ აპირებს სამზარეულოში მუშაობის დაწყებას. ისე კი, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს “გეპეიში“, პატარას თამაში უყვარს ცომთან, მაგრამ რა იქნება, ჯერ არავინ იცის – ამბობს ლევან კობიაშვილი.