ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე ეხმაურება და წერს:
“ვისამძიმრებ ლიზას ოჯახს, მეგობრებს. ძალიან დიდი, სევდიანი ტრაგედიაა 😞
ლიზა არის გარდაცვლილი და არა მოკლული. (ბელგიის პროკურატურა: there are no indications of any criminal intent)
შესაბამისად, ტყუილია, რომ იყო ნაწამები და დასახიჩრებული.
დედისთვის არავის გაუგზავნია ცხედრის ფოტოები. ბელგიის პროკურატურის პასუხია, რომ ეს ინფორმაცია არის აბსურდი და რომ უწყებები ასე, ამ მეთოდებით არ მუშაობენ.
ვის ეკუთვნოდა ცხედარი ოფიციალურად დადასტურდა მხოლოდ დღეს!
და რა დარჩა მაშინ იმ ამბიდან, რომელიც გაავრცელეთ?
კოლეგებო, ჩემზე კი არა, გაბრაზდით საკუთარ თავებზე. ერთხელ მაინც!
პ.ს ეთიკურობაზე და სტანდარტზე კრიტიკის საპასუხოდ მახსენებენ ხოლმე კვარაცხელიას ვიდეოს ამბავს. მაშინ, დავუშვით უდიდესი შეცდომა. წამყვანმა ვიდეოს გასვლის შემდეგ, ეთერშივე არაერთხელ მოიხადა ბოდიში. ჩვენ მაშინ ვაღიარეთ შეცდომა. ტყუილი არ გვითქვამს და არც თავის მართლება დაგვიწყია!
ახლა, ასეთ სენსიტიურ ამბებს (ვიდეოს შინაარსი, ტექსტი) ვამოწმებთ კიდევ უფრო დეტალურად და იმავეს გირჩევთ თქვენც.
და ბოლოს: ადამიანის გარდაცვალებას ოჯახის წევრები მედიიდან არ უნდა იგებდნენ და სიკვდილის ამბავს “გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით” არსად ყვებიან!” , – წერს ხაჩიძე.