“თბილისი პრაიდის” წევრი, თამაზ სოზაშვილი, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“პროკურატურის განცხადებით დანაშაულის კვალი არ ფიქსირდება, რაც ცხადყოფს იმას, რომ ლიზა არ მოუკლავთ.
არ მოუკლავთ პირდაპირი გზით: იარაღით, წამებით და ა.შ
თუმცა ყოველდღე კლავდნენ სიძულვილით, მუქარით, არ აღიარებით, განდევნის დაჟინებული მცდელობით, შიშში ცხოვრების იძულებით, უსაფრთხო გარემოსა და შესაბამისი სერვისების არ არსებობით. კლავდნენ საუბრით და მოქმედებით, ზოგიც დუმილითა და უმოქმედობით. კლავდნენ უწყვეტად…
ყოველი დღე იბრძოდა ლიზა, ისევე როგორც იბრძვის ტრანსი ქალების უმეტესობა. მან შეძლო და თავისი ბრძოლა სიყვარულით, სითბოთი და მხიარულებით გაჟღენთა და ასე დაგვამახსოვრა თავი.
თუმცა, ძალიან ადრე დაასრულა საკუთარი მოგზაურობა ამ სამყაროში. Rest in Power, Queen!” ,- წერს სოზაშვილი.