საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს შემოწმებულ თანამდებობის პირთა 36%, ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, დაჯარიმდა.
დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში შემოწმებული 377 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციიდან:
დადებითად შეფასდა 165 დეკლარაცია,დაჯარიმდა – 136 თანამდებობის პირი,გაფრთხილება მიეცა – 45 თანამდებობის პირს,მონიტორინგი შეწყდა – 31 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე.
ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის შეწყვეტის მიზეზსაც წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მათი თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტიდან ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შერჩევამდე გასულია ერთ წელზე მეტი ვადა და არ წარმოადგენდნენ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს. ასევე, თანამდებობის პირების გარდაცვალების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემდგომ საზღვარგარეთ მუდმივად ყოფნის ფაქტები.