ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ორმხრივ პატივისცემაზე, რათა ჩვენს ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსავალი ვიპოვოთ , – ამის შესახებ გარემოს საკითხებში ევროკომისარმა, ჯესიკა როზველმა ევროპარლამენტში დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი გვერდში უდგას ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ ევროპულ მისწრაფებებს.
„პარლამენტის ღირსეულო წევრებო, ქართველი ხალხი დიდი ხანია მიისწრაფვის ევროპული ოჯახის წევრობისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდში დგომას მიმდინარე გამოწვევების ფონზე. და გამოწვევების ფონზე ევროკავშირმა ასევე უპასუხა – ჩვენ დავაქვეითეთ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები, ასოცირების შეთანხმების ორგანოების შეხვედრები შევაჩერეთ და შევაჩერეთ მხარდაჭერა, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს ხელისუფლებისთვის. 2026 წლის მარტში ჩვენ შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებისთვის.
ამავდროულად, მყარად ერთგულები ვრჩებით მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს და სამოქალაქო საზოგადოებას. ევროკავშირი მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, რომ შეაბრუნოს თავისი საზიანო ქმედებები, ცვლილებები შეიტანოს ანტი-დემოკრატიულ კანონებში და გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ოპოზიციის წევრები. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ არსიან დიალოგში ჩაერთოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა ნდობა აღადგინოს. ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ორმხრივ პატივისცემაზე, რათა ჩვენს ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსავალი ვიპოვოთ.
ევროკავშირი გვერდში უდგას ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ ევროპულ მისწრაფებებს,” – განაცხადა როზველმა.
