ფენ-შუის სპეციალისტის, ეკა კვარაცხელია გვირჩევს, რომ კარგი იქნება, თუ 2023 წელს საახალწლო სუფრაზე ჩვენივე ხელით გაკეთებული კომპოტი გვექნება.
“კარგი იქნება, თუ არაყი და კონიაკი გექნებათ სუფრაზე… ამავდროულად მშვენიერი თეთრი, შავი ღვინო. ძალიან კარგი იქნება, თუ გააკეთებთ სახლში, თქვენი ხელით ახალ კომპოტს”, – აცხადებს ფენ-შუის სპეციალისტი.
ასევე, მისივე რჩევით, კარგი იქნება, თუ გვექნება ბოსტნეული, მწვანილი და სტაფილო.
“კარგი იქნება, თუ მაგიდაზე გექნებათ ბოსტნეული, მწვანილი, სტაფილო… მაგიდაზე სერვირება უნდა იყოს, თეთრი, მწვანე, ლურჯი. მაგიდის ცენტრალური ადგილი უნდა დაიკავოს ვეფხვმა, ხოლო გვერდით კურდღელი უნდა იდოს”, – განაცხადა კვარაცხელიამ.