საფრანგეთის ხელისუფლებამ, დემონსტრაციებისა და შეტაკებების ფონზე, პარიზის რამდენიმე ქუჩასა და რესპუბლიკის მოედანზე კომენდანტის საათი დააწესა, რომელიც ადგილობრივი დროით 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს.
ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
შეზღუდვა ადამიანების სამ კატეგორიაზე გავრცელდება: თანმხლები პირების გარეშე მყოფ არასრულწლოვნებზე, დაცვის საშუალებებით აღჭურვილ ადამიანებსა და პირებზე, რომლებიც სახეებს ფარავენ.
ამასთან, საფრანგეთის დედაქალაქის ნაწილში 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე დემონსტრაციები აიკრძალა.
ასევე, კომენდანტის საათი ქალაქ ლილში მომდევნო ორი დღის განმავლობაში იმოქმედებს.
კომენდანტის საათი გამოცხადდა ქალაქ ლიონის ცენტრალურ ნაწილშიც.
