მომღერალი, ნათია რიგვავა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ 2021 წლის სექტემბერში გაიცნო მუსიკალურ კონკურს “ახალ ტალღაში” მონაწილეობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.
ნათიამ ექსკლუზიურად Ambebi.ge-სთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზეც. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:
– არქივში ინახება საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინაშო გადაღებული ფოტოები, სად გაიცანით?
– ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა… ბატონ სააკაშვილს დიდი ხანია ვიცნობთ. ჩვენი ოჯახები იცნობენ ერთმანეთს.
– დღეს თუ გულშემატკივრობთ მას, როგორია თქვენი პოზიცია მის ახლანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით?
– კი, მიშისტი ვარ, თუ ამას გულისხმობთ. ციხეში მიხაილ ნიკოლოზოვიჩის ადგილი არ არის. მისი ადგილი თავისუფალებაზეა, თავის ხალხთან ერთად. ეს ზუსტად ვიცი. ჩვენ ყველა ვღელავთ და ვლოცულობთ მისი ჯანმრთელობისთვის…